16:13 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-17 16:24:58, 805 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის

ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

„რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში ომისთვის და მან შექმნა ახალი ლეტალური შეიარაღება და ახალი სისტემები ყველა დონეზე. რუსეთის ეკონომიკა, უკვე მრავალი წელია, ომის რეჟიმში მუშაობს. საკუთარი მიზნების მისაღწევად პუტინმა სრულად დაიქვემდებარა ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება და კულტურა რუსეთში. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც რუსეთში აქტიურად მუშაობს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, საფრთხე ემუქრება. ეს აჩვენა რუსეთის ციხეში ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ“, - განაცხადა შოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics