16:13 - 28 Apr, 2026
|
2024-02-17 12:04:41, 1102 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, სტიქიური აქციები რუსეთის რვა ქალაქში გაიმართა და პოლიციამ მოქალაქეები დააკავა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ტვერში, ტაგანროგში, ნიჟნი ნოვგოროდში, როსტოვსა და მურმანსკში. ყველაზე მეტი, 52 ადამიანი ქალაქ პეტერბურგში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)