2024-02-16 09:00:14, 624 ნახვა
საზოგადოება
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის 22-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის 22-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზების დეპარტამენტის ცნობით, აკრძალვის მიზეზი ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესები გახდა.
“ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,