19:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 10:39:28, 750 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, მიმდინარე წლის თებერვალში, 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს, დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

"სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, სამართალდამრღვევმა, დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებით, 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი) მიიღო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში კი, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს 16 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქროები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს.

შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics