17:43 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 20:18:50, 734 ნახვა

მსოფლიო
ოსტინი - აშშ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას გააგრძელებს

აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა.

როგორც ოსტინი აღნიშნავს, უკრაინის მხარდაჭერა საკონტაქტო ჯგუფის წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.

„კრემლი კვლავ დებს ფსონს იმაზე, რომ ჩვენ, ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება და შემცირდება, თუმცა მე მტკიცედ ვარ განწყობილი, როგორც არასდროს და ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპოვარი და მყარი. ეჭვი არ შეგეპაროთ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და ამერიკა გააგრძელებს პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics