|
2024-02-14 12:24:31, 499 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე, რომელი ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდს ჰყავს კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე, რომელი არტისტის ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, საჯარო სივრცეებში არტისტების ნამუშევრები დროებით იფინება, რაც ხელოვანების საქმიანობას უწყობს ხელს. „მინდა, გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დროებით განთავსებული ქანდაკების საკითხს. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი. შედეგად, უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული ქანდაკების ირგვლივ გამოწვეული აზრთა სხვადასხვაობა მისასალმებელია და მსგავსი დისკუსია ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. „სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ამ ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი საზოგადოებისთვის ასეთი აქტუალურია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რაოდენ საჭირო და დროული იყო თბილისში ასეთი ინსტიტუციის გაჩენა. წარმატებას ვუსურვებ ფონდს და ყველა არტისტს, ვინც მონაწილეობს გამოცხადებულ კონკურსებში. ყველას გვერდში დავუდგები, ვინც თბილისისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“, - დასძინა კახა კალაძემ.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)