|
2024-02-14 11:59:36, 428 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ბელიაშვილის ქუჩაზე ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იწყება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს. „თბილისის მყარი ნარჩენების მართვის ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ. პროცესში ჩართული არიან მათი ექსპერტები, რომელთაც ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი საიმედო პარტნიორის ფინანსური მხარდაჭერით, ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს - ესაა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია ბელიაშვილის ქუჩაზე. შედეგად, დედაქალაქს ექნება უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოგისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთავი სადგური. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენის გადატვირთვის პროცესს, გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და შეამცირებს სუნს. ასევე, მოეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო, სპეცტექნიკისთვის განკუთვნილი პარკინგი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 4 409 660 ევროს“, - განაცხადა კალაძემ, კახა კალაძემ ყურადღება დანარჩენ პროექტებზეც გაამახვილა, რომლებიც დედაქალაქში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება. „რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება დიდი ლილოს პოლიგონზე. მათ შორისაა, მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა, რაც ფაქტობრივად ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამ პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD-თან სასესხო შეთანხმებას ამ თვეში მოეწერება ხელი, პარალელურად კი მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა, რათა სატენდერო დოკუმენტაცია შედგეს. პროექტი ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ გვყავს შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტები“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ლილოს პოლიგონზე ასევე, იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობაც, რაც ამ კუთხით დღეს არსებულ პრობლემას მოაგვარებს. შესაბამისი სამუშაოების ტენდერი ამ კვარტლის ბოლოს გამოცხადდება, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი კი 6 255 000 ევროა. „გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, გადაიხურება ნარჩენების განსათავსებელი უჯრედები, ხოლო უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან შეგროვდება გაზი (მეთანი). ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც დიდი ლილოს მოსახლეობისთვის, ასევე, თბილისში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და EBRD-ს, მის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით, ასევე, შეძენილი გვაქვს 65 ერთეული სპეცტექნიკა, რომელიც ქალაქს ძალიან მალე მოემსახურება“, - დასძინა კალაძემ.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)