18:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 23:14:04, 832 ნახვა

მსოფლიო
კირბი - თუ წარმომადგენელთა პალატა საგარეო დახმარების კანონპროექტს არ მიიღებს, მსოფლიოს აშშ-ის იმედი აღარ ექნება

თუ წარმომადგენელთა პალატა საგარეო დახმარების კანონპროექტს არ მიიღებს, მსოფლიოს აშშ-ის იმედი აღარ ექნება, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბი აღნიშნავს, უკრაინა და ისრაელი აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისა და საკუთარი ხალხის სიცოცხლისთვის და ეს დახმარება მათთვის კრიტიკულად აუცილებელია.

"თუ ჩვენ არ გავაკეთებთ, ეს გაუგზავნის სიგნალს არა მხოლოდ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, არამედ პოტენციურ მოწინააღმდეგეებსაც, რომ შეერთებული შტატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ვიყოთ ლიდერები მსოფლიო ასპარეზზე, რომ არ შეგვიძლია პატივი ვცეთ ჩვენ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც აწარმოებენ ჭეშმარიტად კრიტიკულ ბრძოლას", - განაცხადა კირბიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics