18:04 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 15:47:01, 879 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის საგარეო - აზერბაიჯანი საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის საბაბს ეძებს

აზერბაიჯანი საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის საბაბს ეძებს, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, სომხეთს 4 დაღუპული და ერთი დაჭრილი ჰყავს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, ჩაშალოს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული მოთამაშეების ძალისხმევა, რომ განახლდეს მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის".

"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მორიგი პროვოკაციისა და ძალის გამოყენების შედეგად, 13 თებერვალს, დილით, ნერკინ ხანდაში სომხურ მხარეს 4 დაღუპული და 1 დაჭრილი ჰყავს.

მიუხედავად სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 12 თებერვლის შეტყობინებისა, რომ სომეხმა მესაზღვრეებმა კაპანის რაიონში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა, აგრესიული ქმედებები 13 თებერვალს დილითაც გაგრძელდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აზერბაიჯანი საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის საბაბს ეძებს.

ძალის გამოყენების ამ ქმედებებს წინ უძღოდა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სამხედრო განცხადებები, ასევე საინფორმაციო და პროპაგანდისტული მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო დღეებში. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, ჩაშალოს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული მოთამაშეების ძალისხმევა, რომ განახლდეს მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სამხედრო პროვოკაციებისკენ და მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics