|
2024-02-12 21:34:06, 752 ნახვა
საზოგადოება
„ჩემი მთის სული“ - ლიტერატურული კონკურსი „ჩემი გამომცემლობისგან“
„ჩემი გამომცემლობა“ ახალ ლიტერატურულ კონკურსს, სახელწოდებით, „ჩემი მთის სული“ აცხადებს. საკონკურსოდ მიიღება მოთხრობა(პროზაული ნაწარმოები), რომლის თემატიკაც, კონკურსის სახელიდან გამომდინარე, მთის ცხოვრებასა და მშვენიერებას ეძღვნება. 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით „ჩემი გამომცემლობის" მეილზე - mypublishinghous@gmail.com გამოაგზავნეთ თქვენს მიერ შექმნილი მხატვრული ნაწარმოები, რომლის მოცულობაც პირობითად არ აღემატება ელექტრონულად ნაბეჭდ 20 გვერდს და რომელიც აქამდე არსად გამოქვეყნებულა. თითოეული კონკურსანტისგან მიიღება მხოლოდ ერთი ნაწარმოები. ნაწარმოებთან ერთად უნდა გამოგზავნოთ თქვენი მოკლე ბიოგრაფია, რომელშიც მითითებული იქნება პირადი მონაცემები (სახელი და გვარი, შეიძლება ფსევდონიმის გამოყენებაც, თუმცა ნამდვილი სახელი და გვარის გამოგზავნა აუცილებელია, რომლსაც არ გავახმაურებთ), საკონტაქტო ინფორმაცია და ერთი ფოტოსურათი. კონკურსანტი დასტურის სახით მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი ნაწარმოები აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს და იგი დაშვებულია ჟიურის მიერ განსახილველად. გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ კონკურსის დასახელება "ჩემი მთის სული". აპრილის ბოლოს გამოცხადდება 10 საუკეთესო ნაწარმოები, რომელთა კრებულიც წიგნის სახით გამოიცემა, ხოლო მაისის ბოლოს შედგება წიგნის პრეზენტაცია და გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული ჟიური, რომელთა ვინაობაც კონკურსის დასკვნით დღეს გახდება ცნობილი. „კარგი იქნებოდა რომელიმე ორგანიზაცია დაინტერესებულიყო და სტიმულისთვის პრიზები გამოეყო, მონაწილეებისთვის, თუნდაც მინიმალური თანხა. არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც სოციალური პასუხისხმგებლობაზე ფიქრობენ, თუმცა ალბათ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ სწორ კარზე დააკუნება, რომ მათთვის ხმა მიგვეწვდინა. გამომცემლობა თავის თავზე იღებს საუკეთესო მოთხრობების კრებულად გამოცემას, ვიმედოვნებთ, რომ კონკურსის დასრულებამდე გამოჩნდებიან კეთილი ნების ადამიანები და გამარჯვებული მონაწილენიც არ დარჩებიან პრიზების გარეშე“, - განაცხადა „ჩემი გამომცემლობის“ დირექტორმა, ოლიკო ცისკარიშვილმა. კონკურსის მედია-მხარდამჭერები არიან ექსპრესნიუსი (epn.ge), ეპილოგი (epilogi.ge) და ეკოფაქტი (ekofact.com). "უკვე დიდი ხანია ჩვენი ქართული მთები ხალხისაგან იცლება, კიდევ ცოტა თუ შემორჩა სადარაჯოდ მშობლიურ კერას, რაც ესოდენ გვადარდიანებს, თუმცა ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი განვითარების პირობებში კაცსაც ძნელად თუ გაემტყუნება მთის მკაცრი ცხოვრების მიტოვება. ჩვენი კონკურსის მიზანია საზოგადოებაში მთის ცხოვრების რომანტიზება და იმ ხალხის ერთგვარი მხარდაჭერა, რომლებიც კვლავინდებურად შეუპოვრად ინარჩუნებენ მთიანი მხარის სულსა და პირქუში ცხოვრების იერს არ უშინდებიან. ასევე ამ კონკურსით გვინდა გამოვავლინოთ ჯერ კიდევ უცნობი ნიჭიერი ავტორები და მათი შემოქმედება საზოგადოებას გავაცნოთ, რითაც ხელი შეეწყობა ქართული მწერლობის განვითარებას და წიგნიერების მეტად პოპულარიზაციას", - ამბობს ჩემი გამომცემლობის შემოქმედებითი მენეჯერი დავით ხარატიშვილი.
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)