|
2024-02-12 20:18:19, 742 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანია არჩევნების დისკრედიტაცია
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური ერთობის შექმნის, არამედ რადიკალური ოპოზიციის შტაბის უფროსობისთვის იღწვის. ის ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანიც არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა, რადგან აპრიორი იციან, ამ არჩევნებში ოპოზიცია ვერ მიაღწევს ვერც დაშლილ ჯგუფებად და ვერც გაერთიანებულები იმ შედეგს, რომელსაც მათ სურთ რომ მიაღწიონ, - ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “მოამბე“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა. ბექა დავითულიანის თქმით, "ატყუებენ თავის ამომრჩეველს, როდესაც ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება იცვლება. მათი ერთადერთი მიზანია, მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია და არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყონ იმის ძახილი, თითქოს არჩევნები გაყალბდა". „სალომე ზურაბიშვილის მიზანი არ არის, რაიმე ერთობა შექმნას ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად. მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს. სამწუხაროდ ქალბატონმა სალომემაც და ბევრმა ოპოზიციის წარმომადგენელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეფერხებინა და ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ძალისხმევით მათ ამას ვერ მიაღწიეს. მეორე - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური ერთობის შექმნის, არამედ რადიკალური ოპოზიციის შტაბის უფროსობისთვის იღწვის. ის ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანიც არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა, რადგან აპრიორი იციან, ამ არჩევნებში ოპოზიცია ვერ მიაღწევს ვერც დაშლილ ჯგუფებად და ვერც გაერთიანებულები იმ შედეგს, რომელსაც მათ სურთ რომ მიაღწიონ. ეს იციან და ატყუებენ თავის ამომრჩეველს, როდესაც ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება იცვლება. მათი ერთადერთი მიზანია, მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია და არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყონ იმის ძახილი, თითქოს არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს [არჩევნების შედეგები] კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. „შემოვიღეთ ელექტრონული საარჩევნო სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ უბნების 90%, სადაც ხელმისაწვდომია და შეიძლება, რომ დაიდგას ელექტრონული საარჩევნო ყუთები, დაიდგმება და ხმის მიცემა მოხდება ელექტრონულად, სადაც მოქალაქე შემოხაზავს მისთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას, შეიტანს ელექტრონულ საარჩევნო ურნაში და ძალიან მალე დაფიქსირდება შედეგები, ავტომატურად დათვლის ყუთი, ვინ რამდენი მიიღო. გაყალბების შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნება ჩაკეტილი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)