00:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 09:56:20, 559 ნახვა

პოლიტიკა
გახარია პრეზიდენტის ინიციატივაზე - ბუნდოვანია ფორმატისა და პლატფორმის მიზანი

ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის ინიციატივას.

გახარიას თქმით, თუ აღნიშნული ინიციატივიდან „რაღაც ხელშესახები ან პოზიტიური გამოვა, ხელის მოწერას წინ არაფერი არ უდგას".

„ვაფასებთ ყველაფერს იმას, რასაც ქალბატონი სალომე აკეთებს, განსაკუთრებით ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივის დაახლოების კონტექსტში და კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ იმ შესაძლებლობებს და რესურს, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქალბატონ სალომეს გააჩნია არჩევნების დაცვის თვალსაზრისით. ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი, ჩემი აზრით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ სივრცეა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის დატოვებული როგორც პოლიტიკური, ასე სხვადასხვა და ეს, რა თქმა უნდა, იმ კონტექსტში, როცა დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ პლატფორმაში წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსთან მიმართებით აბსოლუტურად ჩვენთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებდნენ მოლაპარაკებების დროს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, სხვადასხვა თვალსაზრისით. მე არ ვარ დარწმუნებული, ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ასე იქცეოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ მსგავს პლატფორმებს. ჩვენ არანაირი პრობლემა პრეზიდენტის ინიციატივებთან  არ გვაქვს და იმ შემთხვევაში, თუ აქედან რაღაც ხელშესახები ან პოზიტიური გამოვა, ხელის მოწერას წინ არაფერი არ უდგას", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics