2024-02-10 10:29:18, 906 ნახვა
პოლიტიკა
ობრაიენი კობახიძეს - მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
ო'ბრაიენის თქმით, მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალთან.
„ვულოცავთ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ“, - წერს ო'ბრაიენი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),