|
2024-02-09 17:48:08, 1595 ნახვა
რეგიონი
მერია - ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზები 25 მიმართულებითაა გაწმენდილი. "ამ ეტაპზე სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზები 25 მიმართულებითაა გაწმენდილი. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სასოფლო-საუბნო გზები და საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყერი, გაწმენდილია 50 ლოკაცია. სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ქედის კომუნალურ სერვისის ტექნიკა. აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის "სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი კომისია" განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ტერიტორიებს მეორე დღეა სწავლობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან რომან დავითაძესთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად სოფელ ახოში და ჩეტკიძეებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ასევე, აჭარის საავტომობილო გზების ქედის განყოფილების უფროსთან გოჩა ბერიძესთან ერთად საავტომობილო გზებზე და საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული ლოკაციები მოინახულა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)