23:43 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 13:04:45, 550 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი გულედანმა ვეტერინარული დაავადებების შესახებ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა ვეტერინარული დაავადებების შესახებ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში (CRWAD) მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა. ღონისძიებაში 500-ზე მეტი მეცნიერი და დარგის სპეციალისტი მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომები და პრეზენტაციები.

„კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემა იყო ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომებზე ვექტორებით გადამდები ზოონოზური დაავადებების (დაავადება, რომელიც არის ბუნებრივად გადამდები, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, ცხოველებსა და ადამიანებს შორის) წინააღმდეგ ღონისძიების ფარგლებში მოხდა ცხოველთა დაავადებების სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა და გაზიარება.

საერთაშორისო კონფერენციაში, აშშ-ის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიწვევით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics