21:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 22:44:59, 1828 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის  შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

კენჭისყრისთვის რეგისტრაცია პარლამენტის 105-მა წევრმა გაიარა, აქედან ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი ათმა დეპუტატმა მისცა.

მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შეეხო, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა.

მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

  • კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
  • იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
  • თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გიორგი ამილახვარი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics