21:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 15:46:56, 833 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი დეკანოიძეზე - არ ვიცი, რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ უფრო ადევნებს, ალბათ, თვალყურს და კარგად იცის

მე არ ვიცი, რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ [ხატია დეკანოიძე] უფრო ადევნებს, ალბათ, თვალყურს და კარგად იცის, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა  ოპოზიციონერ დეპუტატს ხატია დეკანოიძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ძალიან კარგად შეაფასებენ დავით მათიკაშვილის გამოსვლას. 

როგორც  მათიკაშვილმა აღნიშნა, "შეგნებულად არ უნდათ გაიგონ ის სიტყვები, რომელიც 15 ნაბიჯის დაშორებიდან ითქვა". 

„ქალბატონი ხატია თუ იქნებოდა, უფრო მოისმენდა ჩემს ნათქვამს. მე არ ვიცი, რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ ადევნებს, ალბათ, უფრო თვალყურს და კარგად იცის, მაგრამ მე კარგად გავიგე ის ნათქვამი, რაც მას არ სურდა, რომ გაეგო. აქ იყო საუბარი იმ ღალატზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ევროპარლამენტში იმ რეზოლუციაზე ხელმოწერით ჩაიდინა, სადაც პირდაპირ  ეწერა, რომ ქართულმა მხარემ მძინარე ცხინვალი დაბომბა და დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics