01:41 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 12:55:14, 600 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 2030 წლისთვის, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო EU-ში გაწევრიანებისთვის ყველაზე უკეთ იქნება მომზადებული

აქტიურად გაგრძელდება როგორც ასოცირების დღის წესრიგი, ისე ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

კობახიძის თქმით, 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის როგორც დემოკრატიული და ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. 

"ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქტიურად გაგრძელდება როგორც ასოცირების დღის წესრიგი, ისე ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის როგორც დემოკრატიული და ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. "ღირსებით ევროპისკენ" - ეს არის ჩვენი სულისკვეთება", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics