02:17 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 20:24:14, 643 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ლელოს“ ცხრაპუნქტიანი გეგმა, ქვეყნის განადგურების გეგმაა

„ლელომ“ წარმოადგინა ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც, არ ვაჭარბებ, ქვეყნის განადგურების გეგმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ რომ დღეს შეხვედრას არ ესწრებიან, "ესეც მათ რადიკალიზმზეც მეტყველებს".

"არის ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დღეს არ ესწრება ჩვენს შეხვედრას და განსაკუთრებით გამოირჩევა რადიკალიზმით. მათ წარმოადგინეს ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც ამ საკითხებს ეთმობა. ვიტყოდი, არ ვაჭარბებ, ეს არის ქვეყნის განადგურების ცხრაპუნქტიანი გეგმა. ეს ყველაფერი გამოიწვევს, მარტო პირველ წელს, სულ მცირე ათი პროცენტით ჩვენი ეკონომიკის შემცირებას, სხვადასხვა სექტორის განადგურებას და ასე შემდეგ. რომელი პარტიაც არის, ალბათ თავადაც მიხვდებით. დღეს რომ შეხვედრას არ ესწრებიან, ესეც მათ რადიკალიზმზეც მეტყველებს. მგონი, ამ შემთხვევაში, მაინც არ არის რადიკალიზმი ის ტერმინი, რომელიც არ უნდა გამომეყენებინა. როდესაც პოლიტიკური პარტია გვთავაზობს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას, ეს არის რადიკალური პოლიტიკური პარტია, ასეთია პარტია „ლელო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics