20:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 16:40:47, 755 ნახვა

მსოფლიო
დუდა - ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულება ნამდვილად შეუძლია

დონალდ ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულება ნამდვილად შეუძლია, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

როგორც დუდამ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბევრჯერ დაფიქრდება, ვიდრე ნატოს რომელიმე ქვეყანაზე თავადსხმას გაბედავს, რადგან მან იცის, რამდენად დიდია განსხავავება ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მხრივ ნატოსა და რუსეთს შორის.

„ჩემი პირადი გამოცდილებით, როგორც პოლონეთის პრეზიდენტს, რომელსაც უმუშავია პრეზიდენტ ტრამპთან, შემიძლია გითხრათ, რომ მან შეასრულა ყველაფერი, რასაც დამპირდა. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ტრამპი ასრულებს დანაპირებს. თუ ის რამეს ამბობს, ამას სერიოზულად ვეკიდები“, - განაცხადა დუდამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, შეუძლია უკრაინაში ომი 24 საათში დაასრულოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics