|
2024-02-07 14:33:39, 1200 ნახვა
რეგიონი
მერია - ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები მერმა როლანდ ბერიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, მამუკა თურმანიძესთან ერთად, ადგილზე მოინახულა. "სამუშაოებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკაა ჩართული. გუშინ, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ძლიერი წვიმის შედეგად ათეულ ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი. ცენტრალური მაგისტრალის პირველი მაისის მონაკვეთზე ჩაკეტილია საავტომობილო გზა, თუმცა მოძრაობა შესაძლებელია შემოვლითი გზით. მუნიციპალიტეტში განვითარებული მეწყერის გამო 100-მდე ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ქედაში, ხვალიდან აჭარის გეოლოგიური სამსახური და მუნიციპალიტეტის "სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი" კომისია დაიწყებს განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების და ტერიტორიების შესწავლას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)