02:16 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 23:03:50, 652 ნახვა

პოლიტიკა
ხუციშვილი - სპეკულაციაა, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები ეკონომიკის ზრდასთან ერთად არ იზრდება

ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სპეკულაციაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ხუციშვილი აღნიშნავს, საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 712 ლარის ოდენობით, 2022 წელს -1 543 ლარი, ხოლო 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით - 1 855 ლარი.

"ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სპეკულაციაა... მედიანური ხელფასი რომ ავიღოთ, რომელიც ზუსტი მონაცემია, საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 712 ლარის ოდენობით, 2022 წელს იყო 1 543 ლარი და 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, არის 1 855 ლარი, რაც 2,6-ჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics