|
2024-02-06 17:06:51, 1237 ნახვა
რეგიონი
სტიქია ქედაში - მერია მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ქედის მერია მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მერიის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის შედეგად, ქედაში რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოწვა ზვავი, განვითარდა მეწყრული პროცესები საავტომობილო გზაზე. "ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი. ქედის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს. ქედის მუნიციპალიტეტში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. მიმდინარეობს 33 მიმართულებით დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა. ქედის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, სამუშაო პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)