20:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 17:56:07, 740 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა.

როგორც უცხოური მედია წერს, ბლინკენის ვიზტი მიზანად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ისახავს.

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი, სავარაუდოდ, საუდის არაბეთს, ისრაელს, ეგვიპტეს და კატარსაც ესტუმრება.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელზე მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქვეყანას პირველად 12 ოქტომბერს ეწვია.

სახელმწიფო მდივანი ისრაელიდან იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა.

სახელმწიფო მდივნის მეორე ვიზიტი 3 ნოემბერს, მესამე ვიზიტი დეკემბრის, ხოლო მეოთხე მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში შედგა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics