2024-02-05 10:17:09, 596 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - მართლწესრიგის ოფიცრები უკვე 3 ქალაქში მუშაობენ - აღნიშნული ინსტიტუტი ყველა დიდ ქალაქში დაინერგება
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციის თანამედროვე საუბნო მიმართულება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.
გომელაურის თქმით, ამ ეტაპზე, მართლწესრიგის ოფიცრები ქვეყნის მასშტაბით 3 დიდ ქალაქში მუშაობენ.
„სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტი, რომლის ფარგლებში დაინერგა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, როგორც პოლიციის თანამედროვე საუბნო მიმართულება. ამ ეტაპზე, მართლწესრიგის ოფიცრები, ქვეყნის მასშტაბით, 3 დიდ ქალაქში მუშაობენ და აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში დაინერგება",- თქვა გომელაურმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,