22:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-03 18:15:21, 1086 ნახვა

მსოფლიო
წილოსანი - ოპოზიციის ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ

ოპოზიციის ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამაში, საოკუპაციო პოლიტიკის განმუხტვა და რეალური პოლიტიკის გატარება ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი იქნება.

„ირაკლი კობახიძემ როგორც სამთავრობო პროგრამაში, ასევე მის გამოსვლაშიც ძირითადი აქცენტები გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, ჩვენს დებზე და ძმებზე - აფხაზებზე, ოსებზე, ამიტომ, თავისთავად საოკუპაციო პოლიტიკის განმუხტვა და რეალური პოლიტიკის გატარება მისი ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი იქნება. ოპოზიციას ვერ ვუპასუხებ ამ ყველაფერზე, რადგან მათი ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ. მხოლოდ ამ ხაზთან ჩასვლით ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებენ. ამიტომ, კონცენტრირდნენ საქმეზე და არა პიარულ და პოპულისტურ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics