02:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-03 16:04:05, 972 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი ISFED-ს და IDFI-ს განცხადებაზე - არ ვარ დარწმუნებული, მათ აქვთ სურვილი, საქართველო ევროკავშირის წევრობის ახალ გზაზე გადავიდეს

სამწუხაროდ ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც თავისივე სურვილით გამოეთიშა და თავისივე რეპუტაციული დაზიანებების გამო მოწყდა ყველანაირ ნორმალურ პლატფორმას, ახლა აცხადებს სურვილს და კითხვას სვამს, არ არის დარწმუნებული, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა 9 რეკომენდაციის შესრულება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა ISFED-ის და IDFI-ის განცხადებას, რომ მათ სურთ 9 პუნქტის შესრულებაში მონაწილეობის მიღება, მაშინ როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე უარი თქვეს. 

მისივე თქმით, 9 რეკომენდაციაზე და გადასადგმელ ნაბიჯზე მათი მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ხელისშემშლელად იყოს განხილული.

„მე პირიქით შევუტრიალებდი ISFED-ს და IDFI-ს ამ კითხვას - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველომ ეს 9 რეკომენდაცია შეასრულოს ან ზოგადად საქართველო ევროკავშირის წევრობის ახალ გზაზე გადავიდეს.

ამ ყველაფერს ადასტურებს წინა პერიოდიც - მათი ვითომ ცრუ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, ვითომ უნდოდათ, რეკომენდაციები შესრულებულიყო, სინამდვილეში კი არაარგუმენტირებულად აქვეყნებდნენ ანგარიშებს და ცრუ დასმენებს ახდენდნენ, რათა ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის, რომელიც წარმატებით დავასრულეთ მათი ჩართულობის გარეშეც. ამიტომ, გარწმუნებთ, ამ 9 რეკომენდაციაზე და გადასადგმელ ნაბიჯზე მათი მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ხელისშემშლელად იყოს განხილული, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ, კონსტრუქციული ძალების და ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობით მოვახდენთ ამ რეკომენდაციების შესრულებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics