03:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 19:43:00, 529 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს თავის, როგორც მთავრობის მეთაურის პოლიტიკურ ხედვას მიმდინარე პროცესების და მთავრობის მიმდინარე საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ის სიახლეები, აქცენტები, რაზეც ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი გაამახვილებს ძირითად ყურადღებას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს.

„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით იმ პროგრამის რეალიზაციას, რაც ქართველ ხალხს 2020 წლის არჩევნებში დავპირდით და მიმდინარე წელიც ჩვენი საპროგრამო მიზნების განხორციელებას ემსახურება. მოგეხსენებათ, მივიღეთ ახალი ბიუჯეტი, რომლითაც 2024 წელს იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა, ამ ბიუჯეტში ასახულია და ფინანსურ მაჩვენებლებშია გადაყვანილი ყველა ის საკითხი, რაც მთავრობას ჰქონდა დაგეგმილი შესასრულებლად. ამიტომ, საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს.

ამ განხილვის დროს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს თავის, როგორც მთავრობის მეთაურის პოლიტიკურ ხედვას მიმდინარე პროცესების და მთავრობის მიმდინარე საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ის სიახლეები, აქცენტები, რაზეც ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი გაამახვილებს ძირითად ყურადღებას. ამ თემაზე მუშაობს ბატონი ირაკლი და როდესაც ის წარდგება ორშაბათიდან პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წინაშე, თავად ისაუბრებს პოლიტიკურ გზავნილებზე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics