03:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 18:23:52, 1039 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

„თიბისისა“ და მთის ტრასების სააგენტოს (ემ.თი.ეი) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო მთის კურორტების მთავარ მოვლენას, მსოფლიო თასებს სნოუბორდსა და სკი კროსში გუდაურსა და ბაკურიანში უმასპინძლებს. 3-4 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში პირველად გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო  ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის 90  სპორტსმენი იასპარეზებს. 

10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინის  მასპინძელი ბაკურიანი იქნება. გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე  ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.  წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა.

მსოფლიო თასის ეტაპების მხარდაჭერით, „თიბისი“ აგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას, რითაც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics