03:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 17:14:00, 629 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, რომ კობახიძის მთავრობასთან თანამშრომლობა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება, სულ მცირე, ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი სამთავრობო ცვლილებებს ყურადღებით აკვირდება.

"რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებას. მესმის, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ.

უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება, სულ მცირე, ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ,"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად გუშინ, 1-ელ თებერვალს წარადგინა, ხოლო პარტიის თავმჯდომარედ  ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics