03:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 16:21:13, 908 ნახვა

საზოგადოება
საია ფერაძეზე - დაუსაბუთებელი დადგენილებით პატიმრობის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას - დღესვე გავასაჩივრებთ

დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, - ასე ეხმაურება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აქტივისტ ნატა ფერაძის დაკავებას.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საია სააპელაციო სასამართლში დღესვე გაასაჩივრებს.

"დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - ნინო შჩერბაკოვი) ნატა ფერაძე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში სამართალდამრღვევად მიიჩნია და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა.

დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ამ გადაწყვეტილებას საია დღესვე გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 2 თებერვალს სამების ტაძარში განთავსებულ იოსებ სტალინის გამოსახულებიან წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმის გამო, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს სასამრთლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შემდეგ ნატა ფერაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics