03:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 14:42:56, 640 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე გიგაურზე - საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ შეფასებებს, რომლებიც ემსახურებიან ვითომ ტრასფარენტულობას და საკუთარ გვერდზე ადამიანებს ბლოკავენ

ეს არის ნამდვილი ტრასფარენტულობის გიგაურისეული ხედვის ილუსტრაცია, რაც მან გააკეთა. სოციალური სივრციდან მოსპო ადამიანი იმიტომ, რომ მას ჰქონდა კრიტიკული მოსაზრება და შეხედულება,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან, ეკა გიგაურთან დაკავშირებით განაცხადა.

„აფერუმ, მის ხედვას ტრასფარენტულობასთან დაკავშირებით. მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ უბრალოდ მავნებლობასაც კი, შეიძლება ვეღარ ჰქონდეს გასაქანი, როდესაც რეალურად არსებობს სრულიად განსხვავებული მოდელი. ამიტომ, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ გარკვეულ შეფასებებს, შეხედულებებს, მოსაზრებებს, რომლებიც ემსახურებიან ვითომ ტრასფარენტულობას და საკუთარ გვერდზე ბლოკავენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული, კორექტული განსხვავებული შეხედულება",- ამბობს სარჯველაძე.

„ქართული ოცნების" ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაბლოკა „ქართული ოცნების" დეპუტატი, უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე, რომელმაც გიგაური „კორუფციის აღქმის ინდექსით მანიპულირებაში ამხილა".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics