04:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 19:21:16, 978 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე ღარიბაშვილზე - საქართველოსთვის რამდენი რამ გაუკეთებია, ამაზე მე არ ვისაუბრებ, ისტორია იტყვის თავის სათქმელს

საქართველოსთვის რამდენი რამ გაუკეთებია, ამაზე მე არ ვისაუბრებ, ისტორია იტყვის თავის სათქმელს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსი, რაც "საქართველოს უდიდესი ისტორიული მონაპოვარია, ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი ძალისხმევის შედეგია".

"ირაკლის ადამიანური თვისებების შესახებ საჯაროდ არასოდეს მისაუბრია. ესენია: ღირსება, ერთგულება, ვაჟკაცობა, თავდადება და სხვისი გასაჭირის საკუთრად აღქმა. არაერთი შემთხვევის მომსწრე ვარ, თუ როგორ დახმარებია სრულიად ჩუმად ადამიანებს და ამის შესახებ არავის გაუგია და ვერც ვერასოდეს გაიგებს. სიკეთეს რომ მალვა უნდა, ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია.

საქართველოსთვის რამდენი რამ გაუკეთებია, ამაზე მე არ ვისაუბრებ, ისტორია იტყვის თავის სათქმელს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ იგივე კანდიდატის სტატუსი, რაც თანამედროვე საქართველოს უდიდესი ისტორიული მონაპოვარია, მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგია. ყველა კარგი საქმის უპრეცედენტოდ ძლიერი მხარდაჭერა ირაკლის ხელწერაა. პირდაპირ და შეულამაზებლად ვიტყვი, რომ ყველა დიდი საქმე, რაც იუსტიციის სამინისტროში დავიწყეთ, დავასრულეთ და გრძელდება, იმ გამხნევებისა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, 24 საათის განმავლობაში ირაკლის ჩართულობისა და გვერდში დგომის შედეგია", - წერს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და პოსტს 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე იკავებდა. მეორედ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვალს გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics