04:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 13:50:05, 858 ნახვა

პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დატოვებს

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსისთვის" "ქართული ოცნებიდან" გახდა ცნობილი.

დარჩიაშვილის თანამდებობიდან გაშვება გადაწყვეტილია და "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, იგი უკავშირდება აშშ-სთან და ევროპის ზოგ ქვეყანასთან დაბალ დიპლომატიურ კავშირებს.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ დარჩიაშვილის ოჯახის წევრმა, ირაკლი ვაშაკიძემ ამერიკის შეერთებულ შტატები პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. დევნილის სტატუსის მიღებას, საფუძვლად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრმა "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან დევნა და ზეწოლა დაუდო. დარჩიაშვილის ცოლის ძმას, პროკურატურა წლების განმავლობაში აიძულებდა - დინამოს მფლობელის, რომან ფიფიას წინააღმდეგ ისეთი ჩვენება მიეცა, რომელიც ფიფიას დაკავების საფუძველი გახდებოდა.

დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად 2022 წლის 4 აპრილს დაინიშნა, მანამდე იგი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics