00:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 18:27:09, 724 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ უნგრეთი უკრაინის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტოს მოხსნის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დარწმუნებულია რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტს ვეტოს მოხსნის.

როგორც ვალტონენი აღნიშნავს, 22 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსგან "პოზიტიური სიგნალი მიიღო".

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ უკრაინის დახმარების დამტკიცებას. თუ ვერ, ჩვენ ვიპოვით სხვა გამოსავალს", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics