02:19 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 18:52:06, 794 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო მინისტრი - აშშ-ის მიერ ისრაელისთვის გაწეული მხარდაჭერა ხელს უშლის ღაზის სექტორში გენოციდის შეჩერებას

ისრაელისთვის გაწეული აშშ-ის მხარდაჭერა ხელს უშლის ღაზის სექტორში გენოციდის შეჩერებას, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სხვებისთვის თავშეკავებისკენ მოწოდების ნაცვლად, აშშ-მა უნდა აიძულოს ისრაელის რეჟიმი, შეწყვიტოს ომი.

„ომი არ არის გამოსავალი, უსაფრთხოება ვერ მიიღწევა ძალის გამოყენებით და ღაზაში გენოციდის ჩადენით. ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა არ შეიძლება გაგრძელდეს სიონისტური რეჟიმის მიერ ე.წ. „ჰამასის სრულ განადგურებამდე“, რადგან ეს დრო არასოდეს მოვა, რადგან პალესტინელი ერის ნება არ შესუსტებულა ბოლო 80 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics