|
2024-01-24 15:16:40, 1338 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - 2023 წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობამ 4,3 მლნ გადააჭარბა, მზარდია ტურისტული ნაკადები ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის მზარდი სტატისტიკისა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების შესახებ იმსჯელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. რიჟვაძის განცხადებით, რეგიონისთვის ტურისტული თვალსაზრისით 2023 წელი იყო გამორჩეული. აჭარამ შეძლო სრულად აღედგინა როგორც ვიზიტორთა ნაკადები, ასევე, გაეზარდა შემოსავლები ტურიზმიდან. „სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს სამიზნე ქვეყნებში განახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვიზიტორების მოზიდვა საქართველოში, ასევე, იმ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. აჭარის მთავრობის მთავარი სტრატეგიაა აჭარა გახდეს მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ოთხივე სეზონზე. 2023 წელს ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ქვეყანაში შეადგინა 3.3 მილიარდი დოლარი, რაც გულისხმობს 30%-ით მატებას. აჭარის რეგიონში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად 4,3 მილიონს გადააჭარბა. რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 25.3%-ით. მზარდია სტატისტიკა მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზეც, მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 20% -ით. აჭარაში აქტიურად გრძელდება მდგრადი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)