11:14 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 15:33:58, 916 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი სააკაშვილზე - სასამართლომ სასჯელის მოხდა ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის საპყრობილეში

ასე კარგად თუ გამოიყურება და ძალიან ბრძნულ აზრებზეა უკვე და დემენცია აღარ ჰქონია და განიკურნა თურმე საქართველოს ჰაერით, შესაძლებელი ყოფილა, მაშინ დაბრუნდეს და მოიხადოს სასჯელი, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილს "სასჯელის მოხდა სასამართლომ არა ოროთახიან ლუქსში, არამედ შესაბამის საპყრობილეში მიუსაჯა".

"მთელი ცხოვრება დაბურული მინებით დადიოდა ავტომობილით და დაბურული მინები შესაბამის დაწესებულებაში, რომელიც სხვათაშირის არ არის ციხე და საპყრობილე, ხაზს ვუსვამ და ყველამ, მათ შორის ოპოზიციონერებმაც კი დასვეს უკვე კითხვის ნიშნები, ასე კარგად თუ გამოიყურება და ძალიან ბრძნულ აზრებზეა უკვე და დემენცია აღარ ჰქონია და განიკურნა თურმე საქართველოს ჰაერით, შესაძლებელი ყოფილა, მაშინ დაბრუნდეს და მოიხადოს სასჯელი. მას სასჯელის მოხდა სასამართლომ ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის საპყრობილეში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics