|
2024-01-19 11:27:08, 832 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი - იმედია, ამაზე რეაგირება იქნება
მივმართავ სახალხო დამცველს, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს - იმედი მაქვს, რომ მას ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ აღნიშნა, პარლამენტს აქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა, ამიტომ, „მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი“. „ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. რეალურად, მილიონობით მორწმუნეს, თქვენ, მე და სხვებს გვითხრეს, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ რუსულ დღესასწაულს. სხვათაშორის, გარდა იმისა, რომ ამას კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები ამბობდნენ, მათ შორის ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, რომელიც არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. ამიტომ, მე სახალხო დამცველსაც მინდა, მივმართო, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა ეს არის ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი? მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც გვითხრა, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ არა ქრისტეშობას, არამედ ფაშისტურ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. ის სიტყვასიტყვით ამას ამბობდა და ამას გვეუბნება ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. მე საჯაროდ მივმართავ სახალხო დამცველს, არ ვიცი ეს ტოლერანტობის ცენტრის შინაარსი და შემადგენლობა რა არის, მაგრამ როდესაც მას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც რელიგიურ შეუწყნარებლობას იჩენს და რომელიც პირდაპირ ანტიევროპული რადიკალიზმით არის დაკავებული და ეს მისი ერთადერთი განცხადება არ არის. ის გამოირჩევა ქართული ეკლესიის, მათ შორის პატრიარქის მიმართ მტრული რიტორიკით. რა თქმა უნდა, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტისთვის, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტზე მას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამ ისტერიამ, რაც შეიქმნა ხატთან და შობის თარიღთან დაკავშირებით, მიგვიყვანა იქამდე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ადამიანმა გაბედა და ეკლესიაში შეურაცხყო ხატი",- განაცხადა პაპუაშვილმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)