09:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 18:42:11, 884 ნახვა

საზოგადოება
ალასანია CPT-ს ანგარიშზე - მკურნალობა, რომელიც უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებაზე

მათი დასკვნაა, რომ მკურნალობა, რომელიც უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია „წამების პრევენციის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზეა საუბარი.

როგორც ალასანია აღნიშნავს, მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, თუ როგორ ეგუეხბა მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

"მათი დასკვნაა ასეთი, რომ ეს მკურნალობა, რომელიც მას უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მის გამოჯანმრთელებაზე არავითარ შემთხვევაში. ეს რას ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ გაძლებაზეა ადამიანი. აი რამდენ ხანს გაძლებს, რამდენ ხანს გაძლებს მისი ჯანმრთელობა და რამდენ ხანს გაძლებს მისი ფსიქიკა. აი ამაზეა გათვლილი და მე ამას შევდივარ, დღეში ორჯერ ვუყურებ მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც ეს ადამიანი იმყოფება კლინიკაში. მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის ყველაფრის ამის ყურება და სრულიად წარმოუდგენელია, ჩვენი მოსახლეობა როგორ ეგუება ამ ყველაფერს. ძალიან გაკვირვებული ვარ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, „წამების პრევენციის კომიტეტი“ „ვივამედში“ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კლინიკა პაციენტებს შესაბამის თერაპიულ გარემოს ვერ სთავაზობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics