06:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 17:04:24, 691 ნახვა

პოლიტიკა
დანიის საელჩო - ვხედავთ ელჩის დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება

ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში, - ამის შესახებ საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩოს არ აქვს სურვილი, "წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან".

„სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების კუთხით და რჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი.

ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics