2024-01-11 16:06:17, 1004 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე „ჯეო ჰოსპიტალში“ ჩატარდა.
ბრალდებული უკვე კონტაქტურია, თუმცა კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
როგორც კი მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, სამართალდამცველები მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ცნობისთვის, მკვლელობა 9 იანვარს, თბილისში მოხდა. ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობით 27 წლის ქალი ინგორყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,