08:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 02:28:07, 698 ნახვა

მსოფლიო
ეკვადორში ბანფორმირებებმა აჯანყება დაიწყეს

შეიარაღებულმა პირებმა ეკვადორის ტელევიზიის სტუდია დაიკავეს. რამდენიმე ჟურნალისტი მძევლად აიყვანეს.

პირდაპირი ეთერის დროს, უცნობი ნიღბიანი პირები იარაღითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით შეიჭრნენ TC Televisión არხის ოფისში, Guayaquil-ში. კადრებში აღბეჭდილია მომენტი, თუ როგორ უსვამენ მამაკაცები ავტომატებს ტელეწამყვანებს, აიძულებენ იატაკზე დაწოლას და ერთ-ერთ მათგანს ქურთუკში დინამიტის ჯოხს ათავსებენ. ამის შემდეგ ტყვიამფრქვევის ცეცხლი გაისმა და მაუწყებლობა შეწყდა. ახლა შენობა სპეცსამსახურებმა ალყა შემოარტყეს, თავდასხმისთვის ემზადებიან.

სტუდიის აღება ხდება საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის ფონზე, რომელიც ეკვადორის პრეზიდენტმა გამოაცხადა "მკაცრი შიდა არეულობის" გამო. ქვეყანაში ციხის აჯანყებების სერია მოხდა, ლოს ჩონეროსის ჯგუფის ლიდერი თავისუფლებაში გაიქცა, რის შემდეგაც ჯარი განლაგდა დედაქალაქში და ტერორისტული საფრთხე გამოცხადდა.
სახელმწიფოს მეთაურმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც 22 კრიმინალური ჯგუფი აიგივებს ტერორისტულ ორგანიზაციებს და ასევე მობილიზებს ეკვადორის არმიას ქუჩებში წესრიგის შესანარჩუნებლად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

ქვეყანაში მასობრივი არეულობა დაიწყო ციხის აჯანყებისა და ლოს ჩონეროსის ყველაზე დიდი ჯგუფის ლიდერის, ადოლფო მაკიას ვილამარის ციხიდან გაქცევის შემდეგ - მას 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შეიარაღებულმა ბანდიტებმა დაიწყეს თავდასხმა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და პოლიციის განყოფილებებზე, აიღეს უნივერსიტეტი და ცდილობდნენ ხალხის გატაცებას.

ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ მოახერხა TC Televisión-ის ოფისის ნაწილის გათავისუფლება. პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ "არხის ჩინოვნიკებისა და სპეციალისტების დიდი უმრავლესობა გაათავისუფლეს" და უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს რამდენიმე ბანდიტის დაკავება, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics