2024-01-09 22:27:58, 1064 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, თავდაცვის სფეროში, დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება
შვედეთის მთავრობა უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს 490 000 აშშ დოლარის და მოლდოვას ასევე 490 000 აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ Europetime-ს შვედეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.
როგორც საელჩოს წარმომადგენელი აღნიშნავს, გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა.
გამოცემის ცნობით, ეს დახმარება ნატოს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით განხორციელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,