2023-12-29 22:17:31, 1786 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის საელჩო - რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა
ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ პიცუნდას/ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას, - ამის შესახებ პოლონეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
პოლონეთის საელჩო აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედება საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ პიცუნდას/ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა. პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,