15:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 17:18:49, 529 ნახვა

საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირის N75-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა-გასართობი მოედანი, კომბინირებული სტადიონი, ფიტნეს ზონა, ძაღლების გასასეირნებელი და გასართობი შემოღობილი სივრცე, დამონტაჟდა ველოპარკინგი და სხვა საპარკო ავეჯი.

"ტერიტორია გამწვანდა - დაირგო სხვადასხვა ჯიშის ბუჩქები და ხეები, გამწვანებული მონაკვეთები გაფორმდა მულჩით. 

დასრულებულ პროექტს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესა და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად  გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics