2023-12-28 10:25:03, 716 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთის ელჩი - რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას რუსეთისთვის
რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
მისი თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
"რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდას ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის", - წერს როტუნდუ.
შეგახსენებთ, რომ, გუშინ 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ხელი მოაწერა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,