|
2023-12-28 09:32:49, 675 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო
უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ გადაცემა „იმედი ლაივში“ 2023 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტები შეაჯამა და თქვა, რომ 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქში არაერთი ცვლილება განხორციელდა, რამაც თბილისელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. "2017 წლიდან რამდენიმე პროგრამა წამოვიწყეთ, რის შედეგადაც, უამრავი ოჯახი გაბედნიერდა. არსებობდნენ სამშენებლო კომპანიებისგან, „სვეტი“ „ცენტრ პონტი“, „ოლიმპიური ვარკსვლავი“ და სხვ. დაზარალებულები, ისინი შეგუებულიები იყვნენ, რომ მათ გადახდილი თანხები დაკარგეს. 15 000-მდე ასეთი ოჯახი დაკმაყოფილდა. მეორე მნიშვნელოვანი თემა კოოპერატიული ბინამშენებლობით დაზარალებულებს ეხება, 2 400- მდე ასეთი ოჯახი არის დაკმაყოლებული. გამოვყოფ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამასაც, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად ნაცვლდება ავარიული შენობა-ნაგებობები. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო. ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი რა შეიძლება იყოს, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, შენი გადადმგული ნაბიჯებითა და განხორციელებული პროექტებით უამრავი ადამიანი გაახარო და გააბედნიერო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)