|
2023-12-27 11:50:21, 2403 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურარურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ანგარიში პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიმართულებით წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთა; ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველი საქმეები; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები; ქურდული სამყაროს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. "საუბარი შეეხება შედეგების სტატისტიკურ და ანალიტიკურ მიმოხილვას, განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და სამომავლო გეგმებს. აღნიშნულ საკითხებზე საბჭოს წინაშე ანგარიშით ასევე წარდგებიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი. საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დღეს, 27 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართება, რომელიც საპროკურორო საბჭოს და საქართველოს პროკურატურის ოფიციალური Facebook გვერდების მეშვეობით, პირდაპირ ეთერში, უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა. საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოა, რომლის ძირითად მიზანს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)