18:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 23:05:37, 707 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - თუ „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში, ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების ნულოვანი შანსი იქნება

თუ "ქართული ოცნება" დარჩა ხელისუფლებაში, ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების ნულოვანი შანსი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო მან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ბევრი იბრძოლა.

"ხელისუფლების შეცვლის პირობებში, მე ვიძლევი გარანტიას, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი 4 წელიწადში. 

თანაც ძალიან ბევრი ვიბრძოლე სტატუსისთვის, უამრავი სტატია გამოვაქვეყნე, მიუხედავად იმისა, რომ მიჭირდა წერა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპის წამყვან პრესაში, ასევე, წერილები მივწერე ბევრ გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსს", - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics